ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 25, 2025 12:33 საათი

თბილისი

Jul 25 - Fri
Tbilisi, GE
26°C clear sky

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე ზემოქმედებისთვის საიდუმლო იარაღს მიიღებს

უკრაინა მალე შეძლებს რუსეთის ტერიტორიაზე „გავლენის მოხდენას“. ეს განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა გააკეთა, თუმცა მან არ დაასახელა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გადასაცემი ახალი იარაღის ტიპი და მიწოდების დრო.

Zeit-თან ინტერვიუში მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ახალი იარაღის მიწოდება დაკავშირებულია არა ფინანსური საკითხთან, არამედ უკრაინული და ევროპული იარაღის ქარხნების ხელმისაწვდომობასა და წარმოების შესაძლებლობებთან. მან დასძინა, რომ უკრაინის ევროპელი პარტნიორები სწორედ ამ საკითხის მოგვარებაზე მუშაობენ.

„უკრაინას უფლება აქვს, დაიცვას თავი თავდასხმებისგან. მას ასევე ექნება რუსეთის ტერიტორიაზე ზემოქმედების შესაძლებლობა, მაგრამ ჩვენ არ გავუმჟღავნებთ [კრემლის ლიდერ ვლადიმერ] პუტინს, თუ რა შეიარაღების სისტემებს ვაწვდით უკრაინას“, – განაცხადა ვადეფულმა.

გარდა ამისა, გერმანელმა მინისტრმა აღნიშნა, რომ აღარ ცდილობს, გაიგოს პუტინის უკრაინაზე თავდასხმების სავარაუდო ლოგიკა.

„ის მხოლოდ მაშინ გაჩერდება, როდესაც მიხვდება, რომ მისი გეგმა არ მუშაობს“, – განაცხადა გერმანელმა მინისტრმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის