ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 25, 2025 12:28 საათი

თბილისი

Jul 25 - Fri
Tbilisi, GE
26°C clear sky

გურამ მაჭარაშვილი: „დიფ სთეითის” აზრით, მთელ მსოფლიოს რუსეთი მართავს და მაშინ რატომ საუბრობდნენ, რომ რუსეთი დასუსტდა და მოდით, საქართველო ახლა შედით მასთან სამხედრო კონფლიქტშიო

„დიფ სთეითის” აზრით, მთელ მსოფლიოს რუსეთი მართავს და მაშინ რატომ საუბრობდნენ, რომ რუსეთი დასუსტდა და მოდით, საქართველო ახლა შედით მასთან სამხედრო კონფლიქტშიო,- განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, ერთგვარი სტიგმაა, რომ დღეს რუსეთუმეობა და რუსეთის მომხრეობა მიაწებონ მათ მოწინააღმდეგეს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ბოლო პერიოდში ეს მეთოდი გაცვდა.

„ერთი და იგივეა ყველგან იმიტომ, რომ ერთი ხელმძღვანელობა ჰყავს „დიფ სთეითს”, იგივე გლობალური ომის პარტიას და ბოლო წლებში განსაკუთრებით ეს ნარატივი განავითარეს, რომ თუ ვინმე დაიცავს ეროვნულ ღირებულებას, არის რუსეთუმე. თუ ვინმე სარწმუნოებაზე ისაუბრებს, ეს მომდინარეობს რუსეთიდან. რა გამოდის, რომ რუსეთი მართავს არჩევნებს თურმე ამერიკაშიც, ევროპის ქვეყნებშიც, მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში, პოლიტიკურ პროცესებს არჩევნების შემდეგ. გამოდის, რომ მათი აზრით მთელ მსოფლიოს რუსეთი მართავს და მაშინ რატომ საუბრობდნენ, რომ რუსეთი დასუსტდა და მოდით, საქართველო ახლა შედით მასთან სამხედრო კონფლიქტშიო. ეს ერთგვარი სტიგმაა, რომ დღეს რუსეთუმეობა და რუსეთის მომხრეობა მიაწებონ მათ მოწინააღმდეგეს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ბოლო პერიოდში, ეს მეთოდი გაცვდა“,- აღნიშნა მაჭარაშვილმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის