ტელეკომპანია სეზონი

აგვისტო 1, 2025 16:07 საათი

თბილისი

Aug 1 - Fri
Tbilisi, GE
35°C clear sky

ბათუმში ზღვამ კაცის ცხედარი გამორიყა

ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, შავი ზღვის სანაპიროზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ცხედარი უკვე გადაყვანილია ექსპერტიზის ბიუროში, სადაც მიმდინარეობს გარდაცვალების მიზეზისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების დადგენა.

ამ ეტაპზე, გარდაცვლილის ვინაობა დაუდგენელია. ასევე უცნობია, მოხდა თუ არა ტრაგედია ზღვაში ყოფნისას, თუ ცხედარი სანაპიროზე მოგვიანებით გამორიყა.

მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავი სტრუქტურები მოკვლევას აწარმოებენ. როგორც ამბობენ, დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებას გამოძიების მიმდინარეობის მიხედვით მიეწოდება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის