ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 18, 2025 19:49 საათი

თბილისი

Nov 18 - Tue
Tbilisi, GE
11°C clear sky

ლუკაშენკო სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო სამუშაო ვიზიტით ჩავიდა სანქტ-პეტერბურგში — ინფორმაციას ტელეგრამ-არხი „პულ პერვოგო“ ავრცელებს.

მანამდე ამავე არხმა დაწერა, რომ ბელარუსის ლიდერი გეგმავდა რუსეთის მონახულებას პარასკევს, 1 აგვისტოს.

მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ლუკაშენკოს ვიზიტი ოფიციალურად დაადასტურა. მისი თქმით, 1 აგვისტოს რუსეთში დაგეგმილია არაოფიციალური შეხვედრა ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ვლადიმირ პუტინს შორის, რომლის ფარგლებშიც ორი ქვეყნის ლიდერები განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებსა და საერთაშორისო დღის წესრიგში არსებულ თემებს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის