ანკორიჯი, ალასკა — აშშ-ის პრეზიდენტისა და რუსეთის ლიდერის შეხვედრის ფონზე, ალასკის დედაქალაქში პარალელურად მიმდინარეობს მცირერიცხოვანი პროტესტი, რომელიც მიმართულია ვლადიმირ პუტინის ვიზიტისა და მისი პოლიტიკის წინააღმდეგ.
აქციის მონაწილეებმა გამოფინეს უკუღმართ მდგომარეობაში ამერიკული დროშები — რაც მათი თქმით განიხილება როგორც სიგნალი ქვეყნის კრიზისისა და დაუყოვნებელი საფრთხის შესახებ — და ამავე დროს, ქუჩები დაფარეს უკრაინის დროშებით.
ორგანიზატორები, მათ შორის Stand Up Alaska და Native Movement, აცხადებენ, რომ ალასკა „არასოდეს უნდა გახდეს ტირანიის მიღების ადგილი“. მედიის ცნობით, შეკრებილები ვლადიმერ პუტინს მიმართავენ — დააბრუნოს 20 000 უკრაინელი ბავშვი, რომლებიც მათი თქმით პუტიმა გაიტაცა.
ორგანიზატორები, როგორებიცაა Stand UP Alaska და Native Movement, აცხადებენ, რომ „ალასკა ტირანიას ეწინააღმდეგება“ – .The National Desk
პარალელურად, მსგავსმა პროტესტებმა მოიცვა ამერიკის სხვა ქალაქებიც, მათ შორის ფილადელფია და ლოს-ანჯელესი, სადაც მოძრაობა „No Kings“ აგრძელებს დემოკრატიული ინსტიტუტების დასაცავად აქციების ორგანიზებას. საერთო სლოგანი, რომელიც ყველაზე ხშირად ისმის, ასეთია: „Ukraine and Alaska — Russian never again“.
ანალიტიკოსების შეფასებით, ალასკაში მიმდინარე აქციები მიანიშნებს იმაზე, რომ საერთაშორისო პოლიტიკის კულისებში გამართული მოლაპარაკებები სულ უფრო მეტად ექცევა საზოგადოების აქტიური დაკვირვების და საჯარო ზეწოლის ქვეშ.