ტელეკომპანია სეზონი

აგვისტო 16, 2025 15:40 საათი

თბილისი

Aug 16 - Sat
Tbilisi, GE
25°C light rain

NYT: ტრამპმა უარი თქვა ევროკავშირის პირობებზე და ცეცხლის შეწყვეტას, უკრაინაში სრულმასშტაბიანი მშვიდობა ამჯობინა

The New York Times: ტრამპმა უარი თქვა ევროკავშირის ლიდერებთან შეთანხმებულ პირობებზე

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, განცხადება უკრაინაში მშვიდობის შეთანხმების სწრაფად მიღწევის შესახებ იმას ნიშნავს, რომ ამერიკელმა ლიდერმა უარყო ის პირობები, რომელზეც ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შეთანხმება 13 აგვისტოს იქნა მიღწეული. ამის შესახებ The New York Times წერს.

მანამდე ტრამპმა აღნიშნა, რომ „მშვიდობის შეთანხმების სწრაფად მიღწევა ჯობია მხოლოდ დროებით ცეცხლის შეწყვეტას“.

გამოცემის ინფორმაციით, სწორედ ამით აშშ-ის პრეზიდენტმა უარი თქვა ევროკავშირის ლიდერების წინადადებაზე, რომელიც გულისხმობდა ჯერ უკრაინაში შეჭრილი კონფლიქტის შეჩერებას ცეცხლის შეწყვეტით, შემდეგ კი მშვიდობის შეთანხმებაზე გადასვლას.

პარასკევს ტრამპი ალასკაზე შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. „სამზე სამის“ ფორმატში გამართული მოლაპარაკებები დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა, რომლის ცენტრალურ თემასაც უკრაინის კრიზისის დარეგულირება წარმოადგენდა.

სამიტის შემდეგ ტრამპმა შეხვედრას „ძალიან წარმატებული“ უწოდა.

ამის შემდეგ ამერიკის ლიდერმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებთან.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის