უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა სერგეი ლეშჩენკომ განაცხადა, რომ კონფლიქტის დარეგულირებაზე მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც პირველ ეტაპზე მიღწეული იქნება ცეცხლის შეწყვეტა.
მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებები გარკვეულ რისკებს შეიცავს უკრაინისთვის, თუმცა დიპლომატიური გზის გასახსნელად აუცილებელია, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგას.
💬 „ჩვენი ხედვა ასეთია: ჯერ — ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ კი დანარჩენი“ — აღნიშნა ლეშჩენკომ ეროვნული ტელემარათონის ეთერში.
მანამდე ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინის კონფლიქტის დასრულების საუკეთესო გზა გრძელვადიანი მშვიდობის შეთანხმებაა და არა მხოლოდ დროებითი ცეცხლის შეწყვეტა.
15 აგვისტოს ალასკაზე შედგა რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების — ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის — შეხვედრა. ამერიკელი ლიდერის თქმით, მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა მრავალი საკითხის შეთანხმება შეძლეს, მათ შორის — უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების თემაზე.