ტელეკომპანია სეზონი

აგვისტო 23, 2025 18:50 საათი

თბილისი

Aug 23 - Sat
Tbilisi, GE
32°C clear sky

ილია მეორე: ლევან გაჩეჩილაძე მარადისობის მკვიდრი გახდა, მისი გული სამშობლოს სიყვარულით იყო განმსჭვალული, ვწუხვართ მისი განშორების გამო და ოჯახის წევრებს თანაგრძნობას ვუცხადებთ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მისი ოჯახის წევრებს თანადგომას უცხადებს.

„ლევან გაჩეჩილაძე მარადისობის მკვიდრი გახდა!

მისი გული სამშობლოს სიყვარულით იყო განმსჭვალული. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ მოწოდებით პოლიტიკოსი არ იყო, ამ გზას დაადგა და თავისი ნიჭი, გონება და შესაძლებლობები ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას შეალია.

მას ავადმყოფობის გამოც დიდი ბძოლის გადატანა მოუწია, რამაც ღმერთთან დააახლოვა და მის წინაშე მაზიარებელ ქრისტიანად წარდგა.

ვწუხვართ ბატონ ლევანთან განშორების გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მრავალრიცხოვან გულშემატკივართ… თუმცა, მოგეხსენებათ, მიწიერი ცხოვრება მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპია მარადიული მყოფობისათვის და გარდაცვალება არ ნიშნავს არ არსებობაში გადასვლას; ამიტომაც მას, ისევე როგორც ნებისმიერ იმქვეყნად წასულ ადამიანს, სჭირდება სულიერი შეწევნა თქვენი ლოცვით და მის სახელზე აღსრულებული ქველმოქმედებით…

ღმერთმა დალოცოს ბატონი ლევანის უკვდავი სული და სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო ოჯახის წევრებს, თანამდგომთა და თანამგრძნობთ მიმადლოს ნუგეში და მშვიდობა“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის