ტელეკომპანია სეზონი

აგვისტო 23, 2025 18:45 საათი

თბილისი

Aug 23 - Sat
Tbilisi, GE
32°C clear sky

NBC: ტრამპმა კიევს მიანიშნა, რომ შეთანხმება ძირითადად რუსეთის პირობებზე უნდა აიგოს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ მშვიდობის მიღწევისთვის უკრაინას, დიდი ალბათობით, შეთანხმებაზე წასვლა ძირითადად  მოსკოვის პირობებით მოუწევს –  ამის შესახებ NBC News წყაროზე დაყრდნობით წერს.

ტელეკომპანიის რესპონდენტის შეფასებით, თეთრი სახლის ხელმძღვანელის განცხადება — რომ უკრაინა, მხოლოდ თავდაცვით პოზიციაზე ყოფნისას, ვერ შეძლებს კონფლიქტში გამარჯვებას — უნდა განიმარტოს, როგორც სიგნალი, რომ კიევი იძულებული იქნება დათანხმდეს შეთანხმებას, რომელიც მნიშვნელოვანწილად რუსეთის პირობებზე იქნება დაფუძნებული.

„პრეზიდენტი ტრამპი და მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი აგრძელებენ ურთიერთობას რუსეთისა და უკრაინის ოფიციალურ პირებთან ორმხრივი შეხვედრის ორგანიზების მიზნით,“ — NBC News-ი თეთრი სახლის წარმომადგენლის სიტყვებს ციტირებს.

გარდა ამისა, სხვა წყაროს თქმით, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ აპირებს დათმობას უკრაინის კრიზისის დარეგულირების საკითხში. მისი პოზიციით, არსებული კონფლიქტის მოგვარება სამხედრო გზით შეუძლებელია.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის