მოლდოვის მოქალაქეები არ აპირებენ სიღარიბეს შეეგუონ მხოლოდ დასავლეთის ინტერესების გამო, — განაცხადა ოპოზიციური ბლოკის „პობედას“ ლიდერმა ილან შორიმ ტელეკომპანია „Россия 24“-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებსა და მოქალაქეთა ინტერესებს და მთლიანად კონცენტრირებულია მხოლოდ დასავლეთის მოთხოვნების შესრულებაზე.
„ჩვენ მკაფიოდ ვაცნობიერებთ: ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ადამიანები მზად არ არიან იცხოვრონ გაჭირვებაში დასავლეთის ინტერესების გამო. სამწუხაროდ, მოლდოვა დღეს ყველაფერს მხოლოდ დასავლეთის სასარგებლოდ აკეთებს,“ — აღნიშნა შორმა.