კიევის რეჟიმის ხელმძღვანელმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარის სტერესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინას აუცილებლად სჭირდება ყოვეთვიურად მინიმუმ 1 მილიარდი დოლარის მიღება პარტნიორებისგან ამერიკული შეიარაღების შესაძენად. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება.
ზელენსკის თქმით, ნორვეგია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში, განსაკუთრებით კი საჰაერო თავდაცვისა და საზღვაო უსაფრთხოების მიმართულებით.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა ოსლოს მზადყოფნა, გააგრძელოს დახმარება კიევისთვის 2025–2026 წლებში. სტერეს განცხადებით, ნორვეგია ასევე მიიღებს მონაწილეობას უკრაინის არმიისთვის ორი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდებაში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ნორვეგიამ და გერმანიამ შეთანხმებას მიაღწიეს უკრაინისთვის ორი Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შესყიდვის დაფინანსებაზე.
გარდა ამისა, ოსლომ გამოხატა მზადყოფნა, გამოყოს 146 მილიონი დოლარი აშშ-ში შეიარაღების შესაძენად, რომელიც შემდგომში კიევს გადაეცემა.