შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა საბოლოო დეკლარაციაში დაგმეს აშშ-ის და ისრაელის ავიაიერიშები ირანზე და ირანის ბირთვული ობიექტებისთვის რაიმე ზიანის დაუშვებლობაზე ისაუბრეს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
რეზოლუციაში ასევე დაგმეს ევროკავშირის მიერ ირანის წინააღმდეგ სანქციების აღდგენა. რეზოლუციაში საუბარია აგრეთვე სხვა ქვეყნების საქმეებში ჩაურევლობაზე, ძალის გამოუყენებლობასა და ცალმხრივი სანქციების დაუშვებლობაზე.
ასევე დეკლარაციაში დაფიქსირებულია ტერორიზმის წინააღმდეგ პოზიცია და მისი შეფასებისას ორმაგი სტანდარტების დაუშვებლობა. შანხაის ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ასევე მხარს უჭერენ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობასა და კოსმოსში ბირთვული შეიარაღების გავრცელების დაუშვებლობაზე.
დეკლარაციაში ასევე ჩაწერილია, რომ ქვეყნებს საკუთარ ფარგლებში ინტერნეტის რეგულირების უფლება უნდა ჰქონდეთ. ასევე საუბარია ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის აუცილებლობაზე.