ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 8, 2025 15:16 საათი

თბილისი

Sep 8 - Mon
Tbilisi, GE
22°C overcast clouds

ირაკლი კობახიძე – ადამიანები, ზოგჯერ არასრულწლოვნებიც კი, დადიოდნენ იარაღით ქუჩაში, რაც საზოგადოებას ძალიან აწუხებს და რისკის შემცველია

ადამიანები, ზოგჯერ არასრულწლოვნებიც კი, დადიოდნენ იარაღით ქუჩაში, რაც საზოგადოებას ძალიან აწუხებს და რისკის შემცველია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, სამი თვის განმავლობაში გამოვლინდა იარაღის უკანონო ბრუნვის 384 შემთხვევა და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.

„ასევე, იარაღის ტარება  – ესეც იყო აბსოლუტურად არასწორი პრაქტიკა, ჟარგონზე რომ ვთქვათ, მიშვებული იყო ეს ყველაფერი. ადამიანები, მათ შორის, ახალგაზრდა ადამიანები, ზოგჯერ არასრულწლოვნებიც კი დადიოდნენ იარაღით ქუჩაში, რაც საზოგადოებას ძალიან აწუხებს, ბუნებრივია, და რისკის შემცველია. რაც მთავარია, სამი თვის განმავლობაში გამოვლინდა იარაღის უკანონო ბრუნვის 384 შემთხვევა. ამ მიმართულებითაც რა თქმა უნდა, გაგრძელდება მუშაობა“, – განაცხადა პრემიერმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის