ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 18, 2025 17:49 საათი

თბილისი

Nov 18 - Tue
Tbilisi, GE
16°C clear sky

ლავროვი სატარიფო ომზე: არ არსებობს აკრძალვები, რომელთა გვერდის ავლა შეუძლებელია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, აშშ-ს მიერ დაწყებული სატარიფო ომის კომენტირებისას, აღნიშნა, რომ არ არსებობს აკრძალვები, რომელთა გვერდის ავლა შეუძლებელია.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან ევროკავშირისა და მექსიკის წინააღმდეგ 30%-იან ტარიფებს დააწესებს. ბრაზილიის მთავრობამ, ვაშინგტონის მხრიდან მუქარის ფონზე, BRICS-ის რიგგარეშე სამიტისთვის მზადება დაიწყო.

„ყველა ქმედება წინააღმდეგობას ხვდება <…> არ არსებობს აკრძალვები, რომელთა გვერდის ავლა შეუძლებელია“, – განაცხადა ლავროვმა MGIMO-ს სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან საუბრისას.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთის სანქციები, როგორც წესი, არალეგიტიმურია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის