ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 11, 2025 20:31 საათი

თბილისი

Sep 11 - Thu
Tbilisi, GE
18°C light rain

სუს-ი ანა წითლიძის განცხადებაზე: პერფორმანსები არ ისჯება, ისჯება დანაშაული

პერფორმანსები არ ისჯება, ისჯება დანაშაული, – ასე პასუხობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მედიის კითხვაზე – ანა წითლიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ 400 ათას დოლარს სთავაზობს ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს.

რა ზომებს შეიძლება მიმართოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წითლიძის ამ განცხადებაზე და დააკავებენ თუ არა ანა წითლიძეს, რაზეც სუს-ში განაცხადეს შემდეგი:

„არა, არ დავაკავებთ. ბრალდებული ხაბეიშვილის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით ახლა, ასეთი რამ ბევრმა შეიძლება გაიმეოროს. ჩვენ კი ზუსტად ვიცით, რომ პერფორმანსები არ ისჯება, ისჯება დანაშაული“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა, რომ 400 ათას დოლარს სთავაზობს ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს. ამ განცხადებით წითლიძე გამოეხმაურა პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის პოლიციის თანამშრომლებისთვის ქრთამის მიცემის საჯაროდ დაპირებისთვის დაკავებას.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის