ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 15, 2025 18:54 საათი

თბილისი

Sep 15 - Mon
Tbilisi, GE
16°C broken clouds

მედვედევი: ნატოს ქვეყნებისთვის რუსული დრონების ჩამოგდების შესაძლებლობა ალიანსსა და რუსეთს შორის ომს ნიშნავს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის შექმნა და ნატოს ქვეყნებისთვის რუსული უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდების შესაძლებლობა ალიანსსა და რუსეთს შორის ომს ნიშნავს.

„სერიოზულად რომ ვთქვათ, კიევისა და სხვა იდიოტების პროვოკაციული იდეის განხორციელება „უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის“ შექმნისა და ნატოს ქვეყნებისთვის ჩვენი უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდების შესაძლებლობის შესახებ მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს – ომს ნატოსა და რუსეთს შორის“, – აცხადებს დიმიტრი მედვედევი.

მედვედევმა, ასევე კომენტარი გააკეთა ესტონეთის თავდაცვის მინისტრის ჰანო პევკურის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით.

„კიევში ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ჩავიდა. იმუქრება. რაც უფრო პატარაა ქვეყანა, მით უფრო თავხედები და სულელები არიან ხელმძღვანელები“, – დასძინა მედვედევმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის