„რუსეთი ბრძოლის ველზე რეალურად არ იმარჯვებს“, – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა კიევში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
როგორც კელოგმა აღნიშნა, თეთრი სახლის ლიდერმა მას ეს შეკითხვა პუტინთან შეხვედრამდე დაუსვა.
„იმარჯვებს თუ არა რუსეთი? ეს შესანიშნავი კითხვაა, რადგან პრეზიდენტმა ტრამპმა ეს კითხვა დაახლოებით ექვსი კვირის წინ ოვალურ კაბინეტში დამისვა. მე კი ვუთხარი: „ბატონო პრეზიდენტო, ნუ მომისმენთ მხოლოდ მე. თქვენი გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე დენ კეინი გარეთ გელოდებათ. ჰკითხეთ ამის შესახებ. ის თქვენი მთავარი სამხედრო მრჩეველია“, – აღნიშნა კელოგმა.
მისივე თქმით, მანაც და კეინმაც ტრამპს ერთი და იგივე უთხრეს – რუსეთის გამარჯვებაზე საუბარი არ ყოფილა.
„დენმაც იგივე თქვა. ისინი {რუსები} იმარჯვებენ? არა. ისინი არ იმარჯვებენ. პუტინს კი შეუძლია, ისაუბროს იმდენი, რამდენიც უნდა“, – აცხადებს კელოგი.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სინამდვილეში რუსეთი ამ ომს აგებს.
„პუტინს რომ გაემარჯვა, ის კიევში, დნეპრის დასავლეთით, ოდესაში იქნებოდა და მთავრობას შეცვლიდა. სინამდვილეში, რუსეთი ამ ომს აგებს“, – დასძინა კელოგმა.