ტელეკომპანია სეზონი

ოქტომბერი 31, 2025 20:12 საათი

თბილისი

Oct 31 - Fri
Tbilisi, GE
10°C clear sky

ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ ქვეყნის ბირთვული სტატუსი შეუქცევადია

გაეროში ჩრდილოეთ კორეის მუდმივმა წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის, როგორც ბირთვული სახელმწიფოს პოზიცია შეუქცევადია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის, როგორც ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს პოზიცია, რომელიც მუდმივად იყო მითითებული სახელმწიფოს უზენაეს და ძირითად კანონში, შეუქცევადი გახდა“, – ნათქვამია ვენაში გაეროს ოფისსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩრდილოეთ კორეის მუდმივი წარმომადგენლობის განცხადებაში.

ამავდროულად, ჩრდილოეთ კორეამ გააკრიტიკა აშშ-ის სურვილი ბირთვული განიარაღებისკენ სწრაფვასთან დაკავშირებით, ეს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის „პროვოკაციულ აქტად“ მოიხსენია და თავისი ბირთვული იარაღი აშშ-ის ბირთვული საფრთხისგან ქვეყნის დაცვის „გარდაუვალ ვარიანტად“ დაასახელა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის