ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 16, 2025 11:46 საათი

თბილისი

Sep 16 - Tue
Tbilisi, GE
19°C overcast clouds

კადიროვმა პუგაჩოვას მოღალატე და ხალხის მტერი უწოდა

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ცნობილ მომღერალს ალა პუგაჩოვას ხალხის მტერი და მოღალატე უწოდა. ამის შესახებ „ეხო კვაკაზა“ იუწყება.

10 სექტემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში პუგაჩოვამ ჩეჩნეთის ყოფილ პრეზიდენტს ჯოხარ დუდაევს „წესიერი, ინტელიგენტი, ლამაზი ადამიანი“ უწოდა. კადიროვის აზრით, პუგაჩოვა უაზროდ საუბრობს ჩეჩენი ხალხის ყველაზე რთული პერიოდის შესახებ. რამზან კადიროვი ამბობს, რომ ჯოხარ დუდაევს ჩეჩენი ხალხის პრობლემები ფეხებზე ეკიდა და ამბობს, რომ 1994 წელს ჩეჩნეთში ომი „პუგაჩოვას მსგავსმა მოღალატეებმა დაიწყეს, როგორიც იყო ბორის ბერეზოვსკი“.

კადიროვმა ალა პუგაჩოვას ინტერვიუს სხვა ნაწილებს არ შეეხო. პუგაჩოვას განცხადებებმა კრემლთან დაახლოებული კომენტატორების კრიტიკა გამოიწვია. „ვის მოსწონს ომი? ალბათ არავის. მით უმეტეს, როდესაც ომი ძმებთან მიდის“. ალა პუგაჩოვამ ასევე განაცხადა, რომ ყოველთვის მიაჩნდა, რომ ომის დაწყება – შეცდომაა.  პუგაჩოვამ ასევე თქვა, რომ იძულებული იყო რუსეთი დაეტოვებინა მას შემდეგ, რაც მისი ქმარი, მაქსიმ გალკინი, „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის