ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 17, 2025 11:31 საათი

თბილისი

Sep 17 - Wed
Tbilisi, GE
20°C clear sky

დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. მოლაპარაკება შეეხება ვაჭრობას და საერთაშორისო პოლიტიკას. ამის შესახებ BBC იუწყება.

„ძალიან კარგი ურთიერთობები მაქვს დიდ ბრიტანეთთან. იმედი მაქვს, რომ კარგ სავაჭრო ურთიერთობებს დავამყარებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო თვითმფრინავში ლონდონში ჩასვლამდე.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ ვიზიტის ძირითადი მიზეზი მის მეგობართან, მეფე ჩარლზთან შეხვედრაა. „ის ასე კარგად წარმოადგენს საკუთარ ქვეყანას. ისეთი ელეგანტური ჯენტლმენია“, – ამბობს დონალდ ტრამპი.

17 სექტემბერს ის სწორედ დიდი ბრიტანეთის მეფეს შეხვდება. უინძორის სასახლეში დიდი საზეიმო მიღება გაიმართება.

დიდი ბრიტანეთის მთავრობა გეგმავს მოუწოდოს ტრამპს, რომ აშშ-მა ნატოს წინაშე საკუთარი ვალდებულებების შესრულება გააგრძელოს და უკრაინას მხარი დაუჭიროს.

მისასალმებელ ცერემონიაში 1300-მდე ბრიტანელი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას – სახმელეთო ძალების, სამეფო ფლოტის და სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენლები. ეს ყველაზე მრავალრიცხოვანი საპატიო ყარაული იქნება დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტის ისტორიაში.

სახელმწიფო ვიზიტის ცენტრალური ნაწილი იქნება წმინდა გიორგის დარბაზში გრანდიოზული ბანკეტი, სადაც მეფე ჩარლზი და პრეზიდენტი ტრამპი სიტყვით გამოვლენ.

ტრამპის ვიზიტამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები დიდ ბრიტანეთში 31 მლრდ გირვანქა სტერლინგის ინვესტიციას განახორციელებენ, აქედან 22 მლრდ ინვესტიციას კომპანია Microsoft გეგმავს.

საუბარია ხელოვნური ინტელექტის, კვანტური გამოთვლების და ბირთვული ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის თქმით, ეს ხელს შეუწყობს „მაღალი კვალიფიკაციის სამუშაო ადგილების შექმნას და ადამიანების ჯიბეებში მეტი ფული შევა“.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის