გორში „შიდა ქართლის სპორტული თამაშები“ გაიმართა, რომელიც სპორტული სულისკვეთებით, მეგობრობითა და ერთიანობით გამორჩეული დღე აღმოჩნდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა ასობით სპორტსმენმა მიიღო, რის შემდეგაც გორის მერობის კანდიდატმა, კონსტანტინე ბუზალაძემ, მონაწილეებს მხარდაჭერა და მადლობა გადაუხადა:
„განსაკუთრებული დღე გვქონდა გორში. თქვენმა ენერგიამ და შემართებამ ჩვენს ქალაქს სიცოცხლე და პოზიტიური ემოციები შემატა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მარათონი მხოლოდ შეჯიბრება არ არის, ეს არის მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის დადასტურება. დღეს აქ წარმოდგენილი თითოეული მონაწილე გამარჯვებულია. განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც საუკეთესო შედეგი აჩვენა და საპრიზო ადგილები მოიპოვა.“
მისი თქმით, „შიდა ქართლის სპორტული თამაშები“ უკვე რამდენიმე წელია აერთიანებს მუნიციპალიტეტებს და ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
სპორტული ღონისძიება კვლავაც აგრძელებს გორისთვის პოზიტიური და ენერგიული ტრადიციის დამკვიდრებას.