ტელეკომპანია სეზონი

ოქტომბერი 29, 2025 19:17 საათი

თბილისი

Oct 29 - Wed
Tbilisi, GE
14°C clear sky

უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ

უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ. ამის შესახებ დღეს ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ინტერპელაციის კითხვები უკვე მზადაა.

„შემოვიდა, ასევე, შემდეგი ინტერპელაციის კითხვები ფრაქცია „ქართული ოცნებისგან“ პრემიერ-მინისტრის მიმართ. როგორც იცით, ყოველი თვის ბოლო სასესიო კვირას არის შესაძლებლობა პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციისა და საჭირო არის ამისთვის, რომ პლენარული სხდომის კვირაზე ერთი კვირით ადრე იყოს კითხვები დასმული. ვინაიდან მიმდინარე კვირისთვის ეს ვადა გაშვებულია, მომავალ თვეში, 26-27 ნოემბერი უწევს ოთხშაბათი-ხუთშაბათი. 25 ნოემბრის კვირაში იქნება პრემიერ-მინისტრის მოსმენა ინტერპელაციის პროცედურით და ინტერპელაციის კითხვები ეხება განათლების რეფორმის საკითხებს, უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციას, რომელიც დაანონსებულია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის