ტელეკომპანია სეზონი

ოქტომბერი 30, 2025 15:02 საათი

თბილისი

Oct 30 - Thu
Tbilisi, GE
16°C clear sky

ერთი მხრივ, ჩვენ ვიღებთ სრულიად ჯანსაღ, სწორ, საქებარი სიტყვებით სავსე წერილს ო’სალივანისგან და მეორე მხრივ, ევროკავშირი აფინანსებს ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც პროპაგანდირებენ ტყუილს საქართველოსთან მიმართებით

მმართველი გუნდის დეპუტატი დავით მათიკაშვილი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დაცვის ერთგულებისთვის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის მიერ გამოგზავნილ წერილს გამოეხმაურა.

„ერთი მხრივ, ჩვენ ვიღებთ სრულიად ჯანსაღ, სწორ, საქებარი სიტყვებით სავსე წერილს ო’სალივანისგან, ოფიციალური წარმომადგენლისგან, სადაც ცალსახადაა გამოხატული მადლიერება ჩვენი ქვეყნისადმი, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისადმი, რომ მან გამოიჩინა სათანადო ძალისხმევა, შექმნა მოქნილი და ეფექტური მექანიზმი იმისთვის, რომ სანქციებისგან თავის არიდება არ მომხდარიყო საქართველოს გავლით და მეორე მხრივ, ევროკავშირი აფინანსებს ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც პროპაგანდირებენ ტყუილს საქართველოსთან მიმართებით. ეს მეტყველებს იმას, რომ ევროკავშირის წიაღში უმძიმესი მდგომარეობაა. თვითონ არ არიან ჩამოყალიბებული ერთ აზრზე“, – აცხადებს მათიკაშვილი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის