ტელეკომპანია სეზონი

ოქტომბერი 31, 2025 01:42 საათი

თბილისი

Oct 31 - Fri
Tbilisi, GE
9°C clear sky

დიალოგი მხოლოდ ანტირუსული კურსის შეცვლის შემდეგ განახლდება – მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვსა და ტოკიოს შორის დიალოგის განახლება მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ იაპონია სრულად და პრაქტიკულად უარს იტყვის ანტირუსულ პოლიტიკაზე. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

„იაპონიასთან დიალოგის აღდგენის გზა მხოლოდ მაშინ გაიხსნება, როდესაც ტოკიო აქტიურად და საბოლოოდ დატოვებს ანტირუსულ კურსს, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქეების დაზიანებისკენ… ამისგან მათ უარის თქმა მოუწევთ“, — აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, სწორედ იაპონიის არამეგობრულმა მიდგომამ მიიყვანა ორმხრივი თანამშრომლობა ჩიხში.

ზახაროვამ ასევე ირონიული შენიშვნა გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ იაპონიისა და ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის, სანაე ტაკაიჩის შესახებ კითხვები იაპონელმა ჟურნალისტებმა არ დასვეს. როგორც აღნიშნა, შესაძლოა იაპონიაში მედიას ამის გაკეთება ოფიციალურად აეკრძალა, რის გამოც, მისი თქმით, იაპონელმა ჟურნალისტებმა ხელფასი „უნდა გაიყონ“ Reuters-ის წარმომადგენლებთან, რომლებიც კითხვებს სვამდნენ.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ რუსული ავიაკომპანიები იაპონელ პარტნიორებთან ერთად პირდაპირი ავიამომსახურების აღდგენის საკითხზე მუშაობენ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის