ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 18, 2025 15:44 საათი

თბილისი

Nov 18 - Tue
Tbilisi, GE
19°C clear sky

ნინო წილოსანი: არაბული ინვესტიცია ბოლო ათწლეულების ყველაზე მსხვილი უცხოური ინვესტიციაა, რომელმაც ქართულ ეკონომიკას განსაკუთრებული მუხტი უნდა მისცეს

არაბიზაცია წარმოუდგენლად დისკრიმინაციული და ქსენოფობიურია, ყველას ვთხოვ, რომ მსგავსი ტერმინის გამოყენებისგან თავი შეიკავოს, ნებისმიერი ერის ასე ნეგატიურ ჭრილში მოხსენიება რადიკალური ოპოზიციის სტილში ზუსტად ჯდება,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, ხაზარაძისთვის ანაკლიის პორტი სახელმწიფო ინტერესების დაზიანების საუკეთესო შესაძლებლობა იყო, რაც არ გამოუვიდა.

„ამიტომ, რა თქმა უნდა, ანაკლიის მისეულ პროექტს „იგლ ჰილსის“ პროექტს ვერ შევადარებთ, რომელიც თავისი მაჩვენებლებით შეუფასებელია. ეს ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე მსხვილი უცხოური ინვესტიციაა, რომელმაც ქართულ ეკონომიკას განსაკუთრებული მუხტი უნდა მისცეს.

ამ პროექტის საპირწონედ პოლიტიკოსებად წოდებული ადამიანები გამოდიან და აკრიტიკებენ, რომელთაც თავად ანაკლიის პროექტი გაყინეს, ვერაფერი შეასრულეს. მათ მოტივაციას ვხედავთ, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერ კარგს ებრძოლონ“, – აღნიშნა წილოსანმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის