ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 03:31 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
5°C clear sky

აპირებს თუ არა ჯო ბაიდენი უკრაინაში გამგზავრებას – რა განცხადებას ავრცელებს თეთრი სახლი

თეთ­რი სახ­ლის პრესმდი­ვან­მა ჯენ ფსა­კის განცხადებით, ამ კვი­რა­ში ევ­რო­პა­ში სა­გან­გე­ბო სა­მი­ტე­ბის­თვის ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში,  აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტიჯო ბა­ი­დე­ნი, არ გეგ­მავს უკ­რა­ი­ნა­ში გამ­გზავ­რე­ბას .

“ვი­ზი­ტი ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მსოფ­ლი­ოს ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხმე­ვის უწყვე­ტო­ბა­ზე უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის მხარ­და­სა­ჭე­რად და პრე­ზი­დენტ პუ­ტი­ნის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის წი­ნა­აღ­მდეგ, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნა­ში გამ­გზავ­რე­ბა არ იგეგ­მე­ბა“, – და­წე­რა ფსა­კიმ „ტვი­ტე­რის“ სა­კუ­თარ გვერ­დზე.

CNN-ის ცნო­ბით, პრე­ზი­დენტ ჯო ბა­ი­დე­ნის უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ზი­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა აშშ-ის ელჩი გა­ე­რო­ში ლინ­და თო­მას-გრინ­ფილ­დიც, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც „ეს არ გა­ნი­ხი­ლე­ბა“.

უკ­რა­ი­ნის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა პეტ­რო პო­რო­შენ­კომ 19 მარტს CNN-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ ბა­ი­დე­ნის ვი­ზი­ტი უკ­რა­ი­ნა­ში იქ­ნე­ბა “ჩვენ­და­მი სო­ლი­და­რო­ბის სიმ­ბო­ლო”. პო­რო­შენ­კომ დას­ძი­ნა, რომ აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტის ვი­ზი­ტი “უკი­დუ­რე­სად სწო­რი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა იმის სა­დე­მონ­სტრა­ცი­ოდ, რომ მთე­ლი მსოფ­ლიო ჩვენ­თან ერ­თად არის რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ”.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები