თურქეთმა განაცხადა, რომ რუსეთმა და უკრაინამ მიაღწიეს პროგრესს ომის შეჩერების მოლაპარაკებებში და ორივე მხარე “მიახლოებულია შეთანხმებასთან”.
რუსული ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ყოველივე ამ ქმედებებს “სპეციალური ოპერაცია” უწოდა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის დემილიტარიზაციას და გაწმენდას საშიში ნაციონალისტებისაგან. უკრაინა და დასავლეთი კი ამბობს, რომ პუტინმა ძლიერი, აგრესიული ომი წამოიწყო.