უკრაინის დედაქალაქის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, აფეთქებების შემდეგ რამდენიმე სახლი და ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი იწვის
„პოდოლსკის რაიონში რამდენიმე აფეთქება მოხდა. კერძოდ, ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, იერიში შეეხო რამდენიმე სახლსა და ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრს. ადგილზე უკვე არიან მაშველები, მედიკოსები და პოლიცია“, – წერს კლიჩკო სოციალურ ქსელში.