ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 23, 2024 13:19 საათი

თბილისი

Nov 23 - Sat
Tbilisi, GE
13°C clear sky

სანქციები გაგვაძლიერებს – ბიბილოვი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების შესახებ

„რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები სამხრეთ ოსეთსაც შეეხება“. ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი და რუსეთი ერთიან პოლიტიკურ და გეოგრაფიულ სივრცეში იმყოფებიან. „პროდუქცია, რომლის წარმოება აქ, სამხრეთ ოსეთში არ ხდება, ჩვენთან რუსეთის ფედერაციიდან ხვდება. შესაბამისად, სანქციები, უდავოდ, ჩვენც შეგვეხება. ეს სანქციები იმიტომ არ დაწესდა რუსეთის წინააღმდეგ, რომ ის აუცილებელია, არამედ მათი მიზანი რუსეთის შესუსტებაა“ – განაცხადა ბიბილოვმა.

მისი თქმით, ე.წ სამხრეთ ოსეთი გადაიტანს რუსეთთან ერთად ამ სირთულეებს. „ამასაც გადავიტანთ და უფრო გავძლიერდებით“ – ამბობს ბიბილოვი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები