ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 23, 2024 12:44 საათი

თბილისი

Nov 23 - Sat
Tbilisi, GE
13°C clear sky

რუსეთი იაპონიასთან სამშვიდობო ხელშეკრულების განხილვას აღარ აპირებს – მედვედევი

რუსეთი იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებას აღარ გააგრძელებს. განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

„რუსეთი იაპონიასთან სამშვიდობო ხელშეკრულების განხილვას აღარ აპირებს. სრულიად ნათელია, რომ ამ კუნძულებთან დაკავშირებით იაპონიასთან ჩვენ ვერანაირ კონსენსუსს ვერ მივაღწევდით. ეს ადრეც მშვენივრად გვესმოდა ჩვენც და მათაც. კურილის კუნძულებზე მოლაპარაკებას ყოველთვის რიტუალური ხასიათი ჯობდა“ – განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.

მისი თქმით, რუსეთის კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ნათლად განსაზღვრა, რომ ქვეყნის ტერიტორიის რაიმე სახით დათმობა მიუღებელია. „იაპონელებმა აშშ-ს მიჰბაძეს და თავი „ნამდვილ სამურაებად“ წარმოადგინეს, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. ახლა მოლაპარაკებას ყოველგვარი აზრი დაეკარგა. ეგრე იყოს“ – განაცხადა მედვედევმა.

იაპონია რუსეთის მიერ სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობის შეჩერებას მიუღებელს უწოდებს. მოსკოვმა ტოკიოსთან ამ საკითხზე მოლაპარაკების გაგრძელებაზე უარი იაპონიის მიერ დაწესებული სანქციების გამო განაცხადა. 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები