ტელეკომპანია სეზონი

მაისი 18, 2024 09:35 საათი

თბილისი

მაი 18 - შაბ
Tbilisi, GE
12°C scattered clouds

მედვედევი: ოპერაცია უკრაინაში დასახული მიზნების მიღწევამდე გაგრძელდება

მედვედევის თქმით, „სპეცოპერაცია“ უპირველეს ყოვლისა იმიტომ დაიწყო, რომ ის მიზნები, რასაც რუსეთის სახელმწიფო ისახავდა, ვერ იქნა მიღწეული დიპლომატიური გზით. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით პუტინის მიზნები ქვეყნის(უკრაინის) დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა, რის შედეგადაც უკრაინა უნდა გახდეს ნეიტრალური, არ გაატაროს ანტირუსული პოლიტიკა და იყოს ნორმალური მეზობელი.

„აშკარაა, რომ ოპერაცია გაგრძელდება იმ მიზნების მიღწევამდე, რაც დასახული იყო ქვეყნის პრეზიდენტის მიერ. ეს მიზნები ეხება უკრაინის მომავალს: უკრაინის, როგორც ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსს, სახელმწიფოს, რომელიც არ ატარებს ანტირუსულ პოლიტიკას, სახელმწიფო, რომელიც არ არის მილიტარიზებული და სახელმწიფო, რომელიც უნდა იყოს ჩვენი ნორმალური მეზობელი, ამიტომ, ვიდრე უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის თაობაზე შედეგები არ მიიღწევა, ოპერაცია უნდა გაგრძელდეს – როგორც ეს იყო ჩაფიქრებული ქვეყნის პრეზიდენტის მიერ“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები