ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 21:44 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
7°C clear sky

ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გუდაუთაში რუსულმა ჯავშანტექნიკამ ავტომობილს გადაუარა

ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გუდაუთაში რუსულმა ჯავშანტექნიკამ ავტომობილს გადაუარა. ამის შედეგად მანქანა სერიოზულად დაზიანდა. ინფორმაციას Apsadgil.info ავრცელებს.

როგორც Sputnik-ის კორესპონდენტს აფხაზეთის არმიის ვიცე-პოლკოვნიკმა, ქვედანაყოფის მეთაურმა ომარ ფარცხალიამ განუცხადა, სამოქალაქო მანქანაში ორი ადამიანი იმყოფებოდა – მამაკაცი და მისი ორსული ცოლი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ქალი გამოკვლევისთვის ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მან უარი თქვა შემდგომ ჰოსპიტალიზაციაზე.


„ამჟამად მათ გვერდით არიან ასეულის მეთაური და ჩემი ოფიცრები, შემოგვთავაზეს ჰოსპიტალიზაცია სოჭში ან ჩვენს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ან სოხუმის სამშობიაროში, მაგრამ მან უარი თქვა. რა თქმა უნდა, ქალი ნერვიულობდა, მაგრამ იქ, მათი მხრიდან არანაირი პრეტენზია და განცხადება არ ყოფილა“, – განაცხადა ფარცხალიამ.

მისივე თქმით, სამხედროები გეგმიური წვრთნებიდან ბრუნდებოდნენ. კოლონა ტექნიკით მოძრაობდა, აფხაზეთის საგზაო პოლიციის სპეციალური მანქანების თანხლებით. 

“ჩვენ სამხედრო ტექნიკის საჭეს არ ვაყენებთ ჯარისკაცებს, მათ მართავენ კონტრაქტის ჯარისკაცები, რომლებსაც აქვთ მართვის გამოცდილება”, – განაცხადა მან.

ოფიცერმა ასევე მიმართა აფხაზეთის მოსახლეობას საზოგადოებრივ გზებზე გადაადგილებისას სიფრთხილისა და სიჩქარის და, კერძოდ, გზის გასწვრივ მოძრავი სამხედრო ტექნიკის კოლონას დათმობის თხოვნით.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები