ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 18:42 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
16°C clear sky

თურქეთი არ შეუერთდება სანქციებს, ჩვენ გადავიხდით რუბლით – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთი არ შეუერთდება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატოს სამიტიდან დაბრუნებულ თურქ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.

ერდოღანმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ცალ-ცალკე გამართავს ზარებს უკრაინელ და რუს კოლეგებთან სამიტის შესაფასებლად.

ნატოს წევრი თურქეთი იზიარებს საზღვაო საზღვარს უკრაინასა და რუსეთთან შავ ზღვაში, აქვს კარგი კავშირები ორივე მხარესთან, რის გამოც ქვეყანამ არაერთხელ შესთავაზა კონფლიქტში შუამავლობა რუსეთსა და უკრაინას. უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთის მიმართ კრიტიკის მიუხედავად, ოფიციალური ანკარა მოსკოვის მიმართ დაწესებულ სანქციებს ეწინააღმდეგება.

„ჩვენ ვყიდულობთ ბუნებრივი აირის თითქმის ნახევარს რუსეთიდან. ამასთან, ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს აკუიის ატომურ ელექტროსადგურს რუსეთთან ერთად. ჩვენ არ შეგვიძლია ეს ყველაფერი განზე გადავდოთ”, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ამ სიტუაციაში თურქეთი რადიკალურ ნაბიჯს ვერ გადადგამს, რადგან ეს ყველაფერი თურქეთის მოსახლეობისთვის ზარალის მომტანი იქნება.

„ასე რომ, ამ საკითხებთან მიმართებით ვერაფერი გაკეთდება. ჩვენ აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით.  ჯერ ერთი, მე ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში ვერ დავტოვებ. მეორეც, მე ვერ შევაჩერებ ჩვენს ინდუსტრიას. ჩვენ უნდა დავიცვათ ისინი“, – დასძინა მან.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები