თვითგამოცხადებულ მთიან ყარაბაღში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა. შესაბამის ბრძანებულებას ხელი რეგიონის დე ფაქტო ხელმძღვანელმა არაიკ ჰარუთიუნიანმა მოაწერა.
დადგენილების თანახმად, ყარაბაღის ტერიტორიაზე გამოცხადებული საომარი მდგომარეობის პერიოდში იზღუდება შეკრების თავისუფლების უფლება, აკრძალულია გაფიცვა.
შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე დღეა, რაც ყარაბაღში ვითარება დაიძაბა. აზერბაიჯანელებმა ცეცხლი გახსნეს.
რუსეთმა აზერბაიჯანს სომხების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის შესახებ უკვე მოუწოდა.