ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 23, 2024 12:09 საათი

თბილისი

Nov 23 - Sat
Tbilisi, GE
12°C clear sky

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან 10 000 ჰექტარზე მეტი ტყე იწვის, რაც ჰაერის რადიოაქტიური დაბინძურების დონის ზრდას იწვევს

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მახლობლად საომარი მოქმედებების გამო იწვის 10 000 ჰექტარზე მეტი ტყე, რაც იწვევს ჰაერის რადიოაქტიური დაბინძურების დონის ზრდას, –  ამის შესახებ უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა. 

მისი თქმით, ცეცხლის კონტროლი და ჩაქრობა შეუძლებელია რუსული ჯარების ზონის დაკავების გამო.

„წვის შედეგად ატმოსფეროში გამოიყოფა რადიონუკლიდები, რომლებიც ვრცელდება დიდ მანძილზე, რაც საფრთხეს უქმნის უკრაინას, ბელორუსიას და ევროპის ქვეყნებს. ქარიანი და მშრალი ამინდის გამო გაიზრდება ხანძრის ინტენსივობა და ფართობი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფართომასშტაბიანი ხანძრები, რომელთა მოგვარებაც რთულია მშვიდობიან დროსაც კი.

ცეცხლმა, შეიძლება მოიცვას დახარჯული ბირთვული საწვავის საწყობები და ბირთვული ნარჩენების შესანახი ობიექტები, რომლებიც მდებარეობს ჩერნობილის ზონაში“, – აცხადებს  დენისოვა.

მან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მოუწოდა, რაც შეიძლება მალე გაგზავნოს ექსპერტები და ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა უკრაინაში, რათა თავიდან აიცილონ გამოუსწორებელი შედეგები არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

„კატასტროფული შედეგების თავიდან აცილება შესაძლებელია მხოლოდ რუსული ჯარების მიერ ტერიტორიის დაუყოვნებლივ დეოკუპაციის გზით. ამიტომ, მოვუწოდებ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მიიღონ ყველა შესაძლო ზომა, რათა გაზარდონ ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, შეწყვიტონ სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მაღალი რისკის მქონე ტერიტორიების დეოკუპაცია“, – აღნიშნა დენისოვამ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები