აშშ-ს არ აქვს რეჟიმის შეცვლის სტრატეგია არც რუსეთში და არც სხვა ქვეყანაში. განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.
“ვფიქრობ, პრეზიდენტმა და თეთრმა სახლმა განმარტეს, რომ პრეზიდენტ პუტინს არ შეიძლება ჰქონდეს უფლება, აწარმოოს ომი ან ჩაერთოს აგრესიაში უკრაინაში ან სხვაგან.
როგორც თქვენ იცით და როგორც არაერთხელ გსმენიათ ჩვენგან, ჩვენ არ გვაქვს სტრატეგია რეჟიმის შეცვლის რუსეთში ან სხვა ქვეყნებში. ამ შემთხვევაში და ყველა სხვა შემთხვევაშიც, ეს ხალხის გადასაწყვეტია”,- ენტონი ბლინკენი
ცნობისთვის, 26 მარტს, ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ “პუტინი ვერ დარჩება ხელისუფლებაში”. მოგვიანებით, ბაიდენის განცხადებაზე განმარტება გააკეთა თეთრმა სახლმა. განცხადებაში ეწერა, რომ სიტყვით გამოსვლისას ჯო ბაიდენს რუსეთში რეჟიმის შეცვლა არ მოუთხოვია