სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციამ განაცხადა, რომ რუსეთი არ არის წინააღმდეგი უკრაინის ევროკავშირში შესვლის. ამის შესახებ პრეზიდენტის თანაშემწემ და რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა.
„თავის მხრივ, რუსეთის ფედერაცია არ აპროტესტებს უკრაინის მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ“, – განაცხადა მედინსკიმ.
მედინსკიმ, ასევე, აღნიშნა, რომ უკრაინის წინადადებები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ არ ეხება ყირიმისა და დონბასის ტერიტორიას, მაგრამ, მისი თქმით, უკრაინამ უარი უნდა თქვას ამ ტერიტორიების სამხედრო გზით დაბრუნების სურვილზე.