ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 19, 2025 16:10 საათი

თბილისი

Apr 19 - Sat
Tbilisi, GE
20°C clear sky

ყირიმზე ვაჭრობას არ ვაპირებთ, ის რუსეთის ნაწილია- პესკოვი

ყირიმზე ვაჭრობას არ ვაპირებთ, ის რუსეთის ნაწილია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა Ria-ს განუცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ფრთხილობს მოლაპარაკებების შეფასებისას, რადგან მოლაპარაკებების პროცესი ჩუმად უნდა წარიმართოს.

„ყირიმზე ვაჭრობას არ ვაპირებთ, ის არის რუსეთის ნაწილი და რუსეთის კონსტიტუცია გამორიცხავს რუსეთის რომელიმე რეგიონის ბედის ვინმესთან განხილვას. ეს გამორიცხულია. არც რაიმე სხვა ნიუანსის თქვენთან განხილვას და მოყოლას ვაპირებთ”, – განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თურქეთში გამართული, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ ყირიმისა და სევასტოპოლის საკითხების ცალკე განხილვის თემაა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის