ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 19, 2025 20:25 საათი

თბილისი

Apr 19 - Sat
Tbilisi, GE
15°C clear sky

სერგეი ლავროვმა „თალიბანის“ მთავრობის პირველ „დიპლომატს“ რუსეთში აკრედიტაცია მისცა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „თალიბანის“ მთავრობის პირველ „დიპლომატს“ რუსეთში პირველი აკრედიტაცია მისცა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

„პირველმა ავღანელმა დიპლომატს, რომელიც მოსკოვში გასულ თვეში ჩავიდა და ახალმა ხელისუფლებამ გაგზავნა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან პირველი აკრედიტაცია მიიღო“, – განაცხადა ჩინეთში ვიზით მყოფმა სერგეი ლავროვმა.

მისივე თქმით, ავღანეთის ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები რეგულარულად ხვდებიან უცხოელ პარტნიორებს.

„თანდათან ყალიბდება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა რეგიონის ქვეყნებთან, რომელთა ბიზნესიც ავღანეთის მიმართ ინტერესს გამოიჩენს“, – დასძინა ლავროვმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის