ტელეკომპანია სეზონი

ოქტომბერი 3, 2025 16:53 საათი

თბილისი

Oct 3 - Fri
Tbilisi, GE
18°C overcast clouds

რუსებმა დნეპროპეტროვსკის სამხედრო ქვედანაყოფზე სარაკეტო იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი

რუსმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ქვედანაყოფზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, – ამის შესახებ  დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკმა განაცხადა.

„რუსებმა სამხედრო ნაწილზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. დაინგრა ადმინისტრაციული შენობა და საწვავის საცავი. ორი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა ხუთი“, – წერს დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები გრძელდება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის