„რუსული გაზის შესყიდვის შესახებ არსებული კონტრაქტები რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყდება“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„თუ რუბლში გადახდა არ განხორციელდება, ჩვენ ამას მივიჩნევთ მყიდველების მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობად. უსასყიდლოდ არავინ არაფერს მოგვყიდის და არც ჩვენ ვაპირებთ ქველმოქმედებას – ანუ არსებული კონტრაქტები შეწყდება”, – განაცხადა პუტინმა.
ცნობისთვის, რუსული გაზის რუბლებში გადახდაზე უარი განაცხადეს გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „არამეგობრულ ქვეყნებთან“ ბუნებრივი აირით ვაჭრობის ახალი წესების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.