აშშ-ის უცხოურ აქტივებზე კონტროლის სააგენტომ ელექტრონული კომერციის რუსული ბანკი Ozon სანქციების სიიდან ამოიღო. ამის შესახებ nasdaq.com იუწყება.
Ozon-მა თებერვალში აქტივებზე კონტროლის სააგენტოში სანქციები გააპროტესტა, რომლებიც ბანკს შეეხო იმის გამო, რომ ის სანქციების ქვეშ მყოფ რუსულ ბანკთან, Sovcombank-თან არის დაკავშირებული.
2021 წელს Ozon-მა Oney Bank-ის აქციების 100% შეიძინა, რომელიც მანამდე Sovcombank-ს ეკუთვნოდა.
სანქციები რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ აშშ-მა უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო დააწესა.