ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 17:17 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
17°C clear sky

„რუსეთი საკვებს მხოლოდ „მეგობარ ქვეყნებს“ მიაწვდის, ასეთი საბედნიეროდ ბევრია“ – დიმიტრი მედვედევი

რუსეთი სურსათსა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს მხოლოდ „მეგობარ ქვეყნებს“ მიაწვდის. მათ გადახდა რუბლითა და ეროვნული ვალუტით შეეძლებათ. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ტელეგრამზე განაცხადა.

„ჩვენ მივაწვდით საკვებს და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს მხოლოდ ჩვენს მეგობრებს (საბედნიეროდ, ბევრი გვყავს და ისინი საერთოდ არ არიან ევროპაში და არც ჩრდილოეთ ამერიკაში). ჩვენ გავყიდით როგორც რუბლებში, ასევე, მათ ეროვნულ ვალუტაში შეთანხმებული პროპორციებით. ჩვენს მტრებს არ მივაწვდით ჩვენს პროდუქციას და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს და მათგან არაფერს ვიყიდით”,- წერს მედვედევი.

ამასთან, მედვედევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი 2014 წლიდან არ ყიდულობს დასავლურ საკვებ პროდუქტებს, „იმპორტისთვის აკრძალული პროდუქციის ჩამონათვალიც შეიძლება გაფართოვდეს“.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები