რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნიკოლაი კობრინეტსმა ადგილობრივ გამოცემას განუცხადა, რომ მოსკოვი ევროკავშირს სანქციების მოხსნას არ მოსთხოვს.
„ჩვენ არ მოვთხოვთ სანქციების მოხსნას დასავლეთს. ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების ზღვარი. და ევროკავშირი არ არის სამყაროს ცენტრი“, – განაცხადა ნიკოლაი კობრინეტსმა.
სახელმწიფო მედიის ცნობით, რუსეთის მთავრობას სანქციების საწინააღმდეგოდ 100 ინიციატივა აქვს დაგეგმილი.
რუსეთი, ასევე, დაემუქრა ქვეყნებს, რომ შეწყვეტს გაზის მიწოდებას უცხო ქვეყნებისთვის, თუ ისინი რუბლებში არ გადაიხდიან.
ცნობისთვის, რუსული გაზის რუბლებში გადახდაზე უარი განაცხადეს გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „არამეგობრულ ქვეყნებთან“ ბუნებრივი აირით ვაჭრობის ახალი წესების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.