„ბუჩაში და მის მიმდებარედ ნანახ ფაქტებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რუსეთი ჩადენილი დანაშაულების მასშტაბებითა და დაუნდობლობით „ასისზე“ უარესია“, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინას ამ რთულ სიტუაციაში თვითმფრინავები და საჰაერო დაცვის სისტემები სჭირდება.
„რაც ბუჩაში ვნახეთ, ცხადყოფს ფაქტს, რომ რუსეთი „აისისზე“ უარესია. მშვიდობიანი მოქალაქეების გაუპატიურება, წამება, მკვლელობა შოკის მომგვრელია. ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამ დანაშაულებში მონაწილეების სამართლებრივ დევნაზე. შეიძლება ამას დრო დასჭირდეს, მაგრამ ჩვენ ვიმუშავებთ პარტნიორებთან და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ერთად, რათა ყველამ პასუხი აგოს. ჩვენ ვსაუბრობთ არამხოლოდ ამ დანაშაულის ჩამდენებზე, არამედ ბრძანების გამცემებსა და პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე.
მჯერა, რომ თუკი ვინმე მომდევნო დღეებში მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს უკრაინის ნებისმიერი ტიპის იარაღით უზრუნველყოფის საჭიროებას, რომელსაც უკრაინა ითხოვს, პირადად ვუპასუხებ ამ ადამიანს, რომ თუ არ მოგვაწვდით იარაღს, პასუხისმგებლობას გაიზიარებთ არამხოლოდ ბუჩას მასობრივი მკვლელობის მსხვერპლის გამო, ასევე, რუსეთის მიერ ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი ყველა დანაშაულის გამო“, – აცხადებს დმიტრო კულება.