ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 19, 2025 20:29 საათი

თბილისი

Apr 19 - Sat
Tbilisi, GE
15°C clear sky

ბუჩაში მოსახლეობის ხოცვას რუსეთმა „უკრაინის პროვოკაცია“ უწოდა და საქმის გამოძიება დაიწყო

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ბასტრიკინმა ქალაქ ბუჩაში, საოკუპაციო ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვას „უკრაინის პროვოკაცია“ უწოდა და საქმესთან დაკავშირებით, ოფიციალური ექსპერტიზის დაწყების ბრძანება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ზე დაყრდნობით The Guardian წერს.

საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ექსპერტიზის დაწყების მიზეზად, ალექსანდრე ბასტრიკინმა უკრაინის მიერ „ცრუ ინფორმაციის განზრახ გავრცელება“ დაასახელა.

აღნიშნული განცხადების დასადასტურებლად, ალექსანდრე ბასტრიკინს არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის