ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 23, 2024 10:15 საათი

თბილისი

Nov 23 - Sat
Tbilisi, GE
11°C clear sky

სრულად ვიზიარებ პრემიერის განცხადების სულისკვეთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ისევე როგორც 2008 წელს იყო საქართველოს დასჯის მცდელობა, ახლაც, ეს არის უკრაინის დასჯის მცდელობა – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ჟურნალისტებთან საუბრისას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სრულად იზიარებს მთავრობის მეთაურის განცხადების სულისკვეთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ისევე, როგორც 14 წლის წინ იყო საქართველოს დასჯის მცდელობა, ახლაც, უკრაინის შემთხვევაში, უკრაინის დასჯის მცდელობას ვხედავთ.

„არა მხოლოდ ეს დღეები, მას შემდეგ რაც გამწვავდა მდგომარეობა უკრაინასთან დაკავშირებით, ჩვენ სამწუხაროდ, საქართველოში ვხედავთ მანიპულაციას იმისთვის, რომ როგორმე განწყობები ხელისუფლების მიმართ იყოს უარყოფითი ქვეყნის შიგნით, გასაკვირია, რომ ამას აკეთებენ პოლიტიკური პარტიები და მათთან დაკავშირებული ტელევიზიები. ჩვენ ვნახეთ ეს ბოლო პერიოდი აზრის ცენზორები, სიტყვის ცენზორები, სიტყვით მანიპულატორები. რაც შეეხება ამ განცხადებას, რა თქმა უნდა, არათუ დღეს უკრაინაში, არამედ 2008 წელს საქართველოში, რუსეთი ცდილობს, თავისუფლების მოყვარე ხალხი, რომელიც ცდილობს გაწევრიანდეს ნატო- ში, ევროკავშირში, დასაჯოს ამ თავისუფლების მოყვარულობისთვის. ამაზეა საუბარი და პასუხისმგებლობა საერთაშორისო საზოგადოების სწორედ ამაზეა, რომ ამას აღუდგეს წინ და არ დაუშვას 21- ე საუკუნეში, ხალხი და ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ საკუთარი სუვერენიტეტი განახორციელონ, ამის გამო რუსეთმა შეეცადოს დასაჯოს და დაჩაგროს ისინი, ამას უნდა აღუდგეს საერთაშორისო საზოგადოება და ეს არის მთავარი ამოცანა, რაც საერთაშორისო საზოგადოებას უნდა ჰქონდეს. ამიტომ ამ სულისკვეთებას, რაც განაცხადა პრემიერ- მინისტრმა სრულად ვიზიარებ იმასთან დაკავშირებით, რომ ისევე როგორც 2008 წელს იყო საქართველოს დასჯის მცდელობა, ახლაც ეს არის უკრაინის დასჯის მცდელობა, საქმე ის არის, რომ ამის შესაძლებლობა არ უნდა მისცეს საერთაშორისო საზოგადოებამ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები