კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ უკრაინის დედაქალაქთან მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის მტკიცებულებები საშინელებათა ფილმის სცენებს შეადარა.
“რასაც ახლა ვხედავთ ირპინში და ბუჩაში – ეს არის საშინელებათა სცენები. სამწუხაროდ, ისინი ფილმებიდან არ მოდის”, – თქვა მან, იუწყება EVN.
„ეს არის რეალობა. ეს არის საშინელი რეალობა, როდესაც ვხედავთ მშვიდობიანი მოქალაქეებს ზურგზე შეკრული ხელებით.
„არ მესმის არცერთი ადამიანის, ვისაც ამის გაკეთება შეეძლო. მაგრამ დარწმუნებული ვარ, იგივე სცენები მრავალრიცხოვანია უკრაინის სხვა ქალაქებში.
“აგრესორმა უნდა გადაიხადოს ეს – გადაიხადოს მძიმე ფასი ათასობით უკრაინელის სიცოცხლისთვის.
„ჩვენ არ ვაპატიებთ იმას, რაც გაუკეთეს ჩვენს ქალაქებს და ჩვენს მოსახლეობას“, – კიევის მერი