ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 08:35 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
6°C clear sky

ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს აზარალებს, ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნების მიმართ მტრული ნარატივების გავრცელებას – ლაშა დარსალია უკრაინის დაზვერვას პასუხობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად „საქართველო რუსეთს სანქციების ქვეშ მყოფი ტვირთების მიღებაში ეხმარება“.

ლაშა დარსალიას განცხადებით, ქართული მხარე უკრაინულ მხარეს კატეგორიულად მოსთხოვეს წარმოადგინოს აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

დარსალიას განცხადებით, მსგავსი ტიპის განცხადებები ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს აზარალებს, ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნების მიმართ მტრული ნარატივების გავრცელებას და აზიანებს ქვეყნების უსაფრთხოებას.

„გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა უკრაინის დროებით რწმუნებულთან შეხვედრა, რა დროსაც ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა იმ დაუსაბუთებელ ბრალდებებზე, თითქოსდა საქართველოს მხრიდან რუსეთში სანქცირებული საქონლის გატანის შესახებ.

ჩვენ კატეგორიულად მოვთხოვეთ უკრაინულ მხარეს წარმოადგინოს აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც უკრაინელი დიპლომატის მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა რომ იგი წინასწარ ჩავაყენეთ საქმის კურსში აღნიშნული შეხვედრის შინაარსზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა მსგავსი ტიპის ბრალდებებისა და განცხადებების დესტრუქციულ ხასიათს და აღინიშნა, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად აზიანებს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებს და დიდ რისკს შეიცავს მათ შორის საქართველოს უსაფრთხოებისა და რეპუტაციის თვალსაზრისით.

უკრაინელ დიპლომატს მიეწოდა ქართული მხარის შესაბამისი კომპეტენტური უწყების პოზიციები აღნიშნულთან დაკავშირებით, მეტიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გაკეთდა დამატებითი განმარტებები, მათ შორის მსგავს თემებზე თბილისის მხრიდან პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციის და თანამშრომლობის შესახებ.

სამწუხაროა, რომ კვლავ მოვისმინეთ უკრაინული მხარის მიერ  მსგავსი ტიპის განცხადება, მით უფრო იმის ფონზე, რომ საქართველომ ოფიციალურად მოითხოვა კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა კონტრაბანდული ტვირთების საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლო გავლის თაობაზე.

მსგავსი ტიპის განცხადებები ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს აზარალებს, ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნების მიმართ მტრული ნარატივების გავრცელებას და აზიანებს ქვეყნების უსაფრთხოებას.

ამასთანავე, ქართული მხარე სთხოვს უკრაინულ მხარეს ამგვარი უსაფუძვლო განცხადებებით ნუ მოახდენს დეზინფორმაციის ინსტრუმენტალიზაციას და ნარატივების ტირაჟირებას, რაც ნამდვილად არ შედის ჩვენი ქვეყნების და ჩვენი ხალხის ინტერესებში და ხელს უწყობს გარე ძალებს დამატებითი პროვოკაციებისთვის. ამასთან, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას როგორც პოლიტიკური ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით, ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში“, – აცხადებს დარსალია.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები