უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა BBC News-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის შემოჭრის შემდეგ უკრაინას 1 ტრილიონ დოლარზე მეტი ზარალი მიადგა.
შმიგალის თქმით, არსებობს დაანგარიშების სხვადასხვა მეთოდოლოგია. უკრაინის პრემიერი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ საომარი მოქმედებები არ დასრულდება, ზარალი გაცილებით მეტი იქნება.
„პირდაპირ რომ ვთქვათ დანგრეული და განადგურებულია ხიდები, ვანგარიშობთ მისი აღდგენის ღირებულებას, განადგურებულია ინფრასტრუქტურა. დაკეტილია საზღვაო პორტები, განადგურებულია რკინიგზის სადგურები, განადგურებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. ყველა ეს ხარჯი უზარმაზარ თანხებს აღემატება“, – განმარტა პრემიერმა.